logo
ENG



დოლიძე: მთავრობის წევრებს არც პირბადეები ეკეთათ, არც დისტანციას იცავდნენ

24 აპრ 202015:59
3 წუთის საკითხავი
 
lgatw2pxd4naher.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ერთ ოთახში შეკრებილი 40-მდე ადამიანი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს არღვევდა.

დოლიძის თქმით, ქვეყანაში შერჩევითობაა.

„როდესაც პრემიერი უმკაცრესად მოუწოდებს მთელს საზოაგდოებას, რომ დაიცვას ჰიგიენის წესები, მოუწოდებს საზოგადოებას სოლიდარობასა და მოთმინებისკენ, მიუთითებს, რომ ძალიან დიდი ხანი საზოგადოებაში შეკრების დროს პირბადის ხმარება დარჩება ძალაში, ამ პირობებში რა ვნახეთ? ვნახეთ დაახლოებით 40 ადამიანის შეკრება, რომელმაც ყველა ეს წესი დაარღვია.

მინისტრები, პარლამენტის წარმომმადგენლები, ჩინოვნიკები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთდ არღვევდნენ წესებს. არავის ეკეთა პირბადე, არღვევდნენ სოციალურ დისტანციას, იქ მივიდნენ მანქანით“, - განაცხადა დოლიძემ. 


close დახურვა