მოძრაობა „ხალხისთვის“ ქვეყნის განვითარების გეგმის შესამუშავებლად საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს. მოძრაობის ლიდერის, ანა დოლიძის თქმით, ქვეყნა ეკონომიკურ კრიზისშია და ამ პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში საზოგადოების აზრის შეტანა მნიშვნელოვანია.
დოლიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ კაბინეტში დაწერილი ატიკრიზიაული გეგმა, სამოსანის დონეზეა შესრულებული და ხალხის აზრს არ ითვალისწინებს.
„მთავრობამ რომელირაც კაბინეტში დაწერილი გეგმა წარმოადგინა, რომელიც სამოსანის დონეზეა შესრულებული, არ უზრუნველჰყოფს ჩვენი ქვეყნის სწარფ განვითარებას. ამიტომ, ხალხთან ერთად დავწერთ გეგმას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. პირველად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, ხალხი პირდაპირი გაგებით იქნება ძალაუფლების წყარო. პირდაპირ ხალხთან შეხვედრების შედეგად დაიწერება მუხტი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.