დონალდ ტრამპი ტენესის შტატშიც ჩავიდა და ტორნადოს შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, სტიქიის ზონაში არსებული სიტუაცია ნამდვილი უბედურებაა. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მსგავსი პრობლემის წინაშე აღარასოდეს აღმოჩნდება.
ტორნადომ შტატს რამდენიმე დღის წინ გადაუარა და 25 ადამიანი იმსხვერპლა.