logo
ENG



დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში ის დამარცხებას აღიარებს

13 ივნ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 

ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი დამარცხებას აღიარებს. განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია ფოქს-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში გაააკეთა.

ტრამპმა დემოკრატი მეტოქე ჯოზეფ ბაიდენი პანდემიის დროს იზოლაშიაში ყოფნის გამო მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ძალიან სამწუხარო იქნება, თუ სახელმწიფო მეთაურად ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს აირჩევენ.

დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად მხარს უჭერს დაკავების იმ მეთოდის დასრულებას, რომელსაც ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი ემსხვერპლა. ტრაგედიის გამო შეერთებულ შტატებში აქციები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქ სიეტლში რასობრივი სამართლიანობის მოთხოვნით სიჩუმის მარში მოეწყო. 


close დახურვა