logo
ENG



დონალდ ტრამპის მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ

15 ნოე 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საპროტესტო აქციებს მართავენ. 

აქციაში ულტრამემარჯვენე ჯგუფებიც მონაწილეობენ.

საპროტესტო გამოსვლები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა სულ მცირე 20 ადამიანი დააკავეს. 

ტრამპის მხარდამჭერები ქუჩებში სხვა ქალაქებშიც გამოვიდნენ. 

ისინი სკანდირებდნენ: USA (აშშ), "კიდევ 4 წელი". თან ჰქონდათ აშშ-ის დროშები. 

საპროტესტო აქციების ჩატარებას მხარი თავად დონალდ ტრამპმა დაუჭირა. 

ფლორიდაში ქუჩაში გამოსული ადამიანები ამბობდნენ, რომ ტრამპმა თითოეული სხვა სასამართლოში უნდა გაასაჩივროს. 

"ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება მარქსისტული მთავრობის პირობებში" - ამბობდნენ ისინი. 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი დამარცხდა. მისმა ოპონენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიაში 306 ხმა მიიღო, ტრამპმა - 232. არჩეულ პრეზიდეტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. 


close დახურვა