დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი საავადმყოფოშია.
პოლ მანაფორტი ციხიდან კლინიკაში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გადაიყვანეს. მანაფორტს, თაღლითობისა და ფულის გათეთრების გამო, 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. პრეზიდენტის უახლოესი გარმოცვის ყოფილ წევრს ბრალდებები რობერტ მალერის კომისიამ
დაუდგინა, რომელიც 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას და ტრამპის შტაბის წევრების რუსულ კავშირებს ორი წელი იძიებდა.