logo
ENG



დონალდ ტრამპმა ჟულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა

20 თებ 202008:35
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა ჟულიან ასანჟს შეწყალება შესთავაზა, თუ ის განაცხადებდა რომ რუსეთი, დემოკრატიული პარტიის სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია, ასანჟის იურისტის მიერ სასამართლოში გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფლებადამცველის თქმით, ეს შეთავაზება "ვიკი ლიკსის" დამფუძნებელს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა გაუკეთა და განუცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა. 

თავად კონგრესმენმა უკვე უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ტრამპთან ასანჟის შესახებ არასდროს უსაუბრია. ჰაკერული თავდასხმა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე 2016 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს განხორციელდა, რის შემდეგაც "ვიკი ლიკს"-მა დემოკრატების ათასობით წერილი გაასაჯაროვა. ამერიკულმა დაზვერვამ კიბერ-თავდასხმაში მონაწილეობაში რუსეთი დაადანაშაულა.  


close დახურვა