შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ვირუსი გრძელვადიან ფინანსურ პრობლემად იქცეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ამერიკაში ბიზნესის ფუნქციონირება განახლდება და ეს შესაძლებელია იმ შტატებში, სადაც დაინფიცირების შემთხვევები დაბალია.
კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრად დღეს კვლავ ნიუ იორკი რჩება. ქვეყანაში დაინფიცირების 42 ათასი შემთხვევიდან 22 ათასი ნიუ-იორკშია. 16 შტატში გამონაკლისი შემთხვევების გარდა მოსახლეობას ქუჩაში გასვლა ეკრძალება. სიეტლსა და ნიუ იორკში საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით პენტაგონი საველე ჰოსპიტლების მოწყობას გეგმავს. უახლოეს მომავალში ნიუ იორკში კორონავირუსზე მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტის "ქლორო-ქინის" კლინიკურ გამოცდას დაიწყებენ.