logo
ENG



დონალდ ტრამპს მისი მრჩეველი დაუპირისპირდა

30 ოქტ 201913:50
3 წუთის საკითხავი
 
7jnecdi1e2c7c54.jpg

 

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი მრჩეველი ალექსანდრე ვინდმანი დაუპირისპირდა. ვინდმანმა წარმომადგენელთა პალატის სამ კომიტეტს დახურულ კარს მიღმა ჩვენება მისცა. ის თეთრი სახლის პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარს ესწრებოდა და შემდეგ დაკითხვას დათანხმდა.

ვინდმანის განცხადებით, ის შეშფოთებული იყო პრეზიდენტის ზეწოლითა და მოთხოვნის გამო, რომ უკრაინას მისი მეტოქის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. მისივე თქმით, მან საკუთარი შეშფოთება ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობას ორჯერ გაუზიარა.

 


close დახურვა