პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი უკრაინის მხარდაჭერაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ამ მხრივ დასავლეთის მობილიზება. მისი თქმით, მხოლოდ ერთიან დასავლეთ შეუძლია, რომ დემოკრატიული ღირებულებებისთვის ომში გაიმარჯვოს.
"ჩვენი მთავრობა მოითხოვს დასავლეთის მობილიზებას უკრაინის დასახმარებლად. აღარ მინდა იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ, რომ უკრაინის სიტუაციით დაიღალნენ. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ.
უნდა გვესმოდეს, რომ მიმდინარეობს ომი, უკრაინელები იბრძვიან იმისთვის, რაც უმნიშვნელოვანესია, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე და რომ ომშია არიან იმისთვის, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი გახდნენ.
მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო დასავლური ქვეყნების მსგავსად და ახლა სწორედ ამისთვის იბრძვიან, მხოლოდ ერთიან დასავლეთ შეუძლია დემოკრატიული ღირებულებებისთვის ომში გაიმარჯვოს", - აღნიშნა მან.
პოლონეთის სეიმმა პრემიერმინისტრად დონალდ ტუსკი გუშინ, 11 დეკემბერს აირჩია. მას ხმა 248 დეპუტატმა ხმა მისცა, 201 წინააღმდეგი იყო. მანამდე, პოლონეთის სეიმმა მატეუშ მორავიეცკის დროებით მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა.
პოლონეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ტუსკი 2007-2014 წლებშიც იყო. ის ასევე იკავებდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარის პოსტს.