logo
ENG



დონეცკში რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, დმიტრი როგოზინი დაჭრეს

22 დეკ 202210:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/wpxh7olwk7bsqkg.jpg

რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და როსკოსმოსის ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი დონეცკში დაბომბვისას დაჭრეს. მასთან ერთად ანექსირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ვიტალი ხოცენკოც დაჭრეს.

როგოზინმა RT-ს განუცხადა, რომ ზურგში ნამსხვრევით დაიჭრა. მისივე თქმით, ნამცხვრევმა ხერხემლიდან სანტიმეტრში გაიარა.

"ვიცხოვრებ", - თქვა როგოზინმა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, დონბასში სამხედრო მრჩეველთა ჯგუფს "ცარის მგლებს" ხელმძღვანელობს.

არაოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული დაბომბვის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და არიან დაღუპულებიც. გავრცელებული ცნობებით კი, როგოზინი და ხოცენკო რესტორან "შეშ-ბეშში" დაიჭრნენ, სადაც როგოზინი დაბადების დღეს აღნიშნავდა. რესტორანი-სასტუმრო კომპლექსი "შეშ-ბეში" დონეცკის სამხრეთით მდებარეობს, ფრონტიდან 20კმ-ში.


close დახურვა