logo
ENG



დრაგი: პუტინმა თქვა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები შექმნილი არაა

31 მარ 202216:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/31/ny4ie9n556oivs2.jpg

იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის პირობები ჯერ შექმნილი არაა. ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ მან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

დრაგმის თქმით, პუტინმა ასევე უთხრა, რომ გაზის მიმდინარე ხელშეკრულებები ძალაში რჩება და ევროპული კომპანიები ევროსა და დოლარში გააგრძელებენ გადახდას და არა რუბლში.

"რასაც მივხვდი, შეიძლება ვცდებოდე, ისაა, რომ გადახდის კონვერტაცია რუსეთის შიდა საქმეა", - თქვა დრაგიმ.


close დახურვა