logo
ENG



დროა: გენრი დოლიძეს ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სცემა

01 აგვ 202319:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/01/dem5t8zpp8anxbp.jpg

დროას წევრ გენრი დოლიძეს ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სცემა. ამის შესახებ განცხადებას პარტია დროა ავრცელებს.

"ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა. ირაკლი დგებუაძე აჭარის / პოლიციის დეპარტამენტის . ბათუმის საქალქო სამმართველოს უფროსია. ადვოკატის თქმით, დგებუაძემ მიწაზე დაგდებულ გენრი დოლიძეს მას მერე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაარკვია მისი ვინაობა", - ნათქვამია განცხადებაში.

31 ივლისს, პარტია დროაში განაცხადეს, რომ ბათუმში, რუსების კრუიზის პროტესტზე დაკავებისას გენრი დოლიძეს პოლიციამ სცემა. შსს-ის ცნობით, ამავე დღეს, ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს. მოქალაქეები ბათუმში, საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.

ბათუმში, მოქალაქეები რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა. 

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.


close დახურვა