logo
ENG



დროება: სუს-ში სპეც.ჯგუფი შეიქმნა, რომელიც უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე ინფორმაციას აგროვებს

03 აპრ 202221:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/03/9suc49o9jyo4f31.png

დროების ინფორმაციით, სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში სპეციალური 6-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც პირადი მონაცემების და კონტაქტების გარდა, სწავლობს უკრაინაში ქართველი მებრძოლების აქტივობას სოციალურ ქსელებში და მედიაში.

კერძოდ, ჯგუფის დავალებაა გამოიკვლიოს ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი სამხედროების, მათი ოჯახის წევრების, ნათესავების და მეგობრების შესახებ, ასევე მოიძიოს ინფორმაცია ინტერესის ქვეშ მოხვედრილი ადამიანების სამუშაო ადგილების, პოლიტიკური კავშირების და სოციალური აქტივობის შესახებ.

მეორე მიმართულება უშუალოდ მედია აქტიურობის და მათ პოლიტიკურ კავშირებსა თუ აფილაციის კვლევაა. ასევე მოწმდება რეაქციები სოციალურ ქსელებში მათ აქტივობაზე. მაგალითად, ხომ არ ალაიქებს [იწონებს] ვინმე საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან. გარდა ამისა, ჯგუფის დავალებაში შედის,  შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უკრაინაში საბრძოლველად სავარაუდოდ წამსვლელთა სიის შედგენა.

ინფორმაცია, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის შემადგენლობაში ახალი, 6 კაციანი ჯგუფის შექმნის და სიებზე მუშაობის დაწყების შესახებ, დროებას წყარომ მიაწოდა, რომლის ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ დადასტურებულა. ახალი ჯგუფის შემადგენლობა სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებით დაკომპლექტდა, ისე რომ დეპარტამენტებში დარჩენილებმა არ იციან რა საქმიანობას ეწევიან მათი თანამშრომლები.

დროება ეცადა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაემოწმებინა. ინტერვიუზე უარი მივიღეთ, თუმცა სატელეფონო საუბარში უწყებაში ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.


close დახურვა