დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დრონების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მათი განცხადებით, საჰაერო სივრცეს ე.წ. საჰაერო თავდაცვის ძალები (ПВО) აკონტროლებენ.
მიუხედავად ამისა, უწყება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოერიდონ ღია სივრცეში გადაადგილებას. ამასთანავე, მოსახლეობას მოუწოდებენ, არ სცადონ დრონების საკუთარი ძალებით განადგურება, ვინაიდან ეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
რუსეთის თავდაცვის ძალები ჯერ კიდევ ივნისში საუბრობდნენ რეგიონში უკრაინული დრონების გადაადგილების შესახებ; მათი მტკიცებით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც ჩამოაგდეს.
