ივერი მელაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა, თუმცა პარლამენტში შესული ოპოზიციის ხმები კომისიის შესაქმნელად საკმარისი არ არის. ის პარტიები, რომლებიც ბოიკოტს ინარჩუნებენ, კარტოგრაფების საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შესწავლას მხარს უჭერენ.
კომისიის შექმნა მხოლოდ უმრავლესობისთვის არის მიუღებელი - ქართულმა ოცნებამ განაჩენი მეცნიერებს დღევანდელი განცხადებებითაც გამოუტანა.