logo
ENG



დუდა: უკრაინას F-16 თვითმფრინავებს ვერ მივაწვდით, მაგრამ მზად ვართ, MiG-29-ები გადავცეთ

17 მაი 202315:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/wen26ilk9lc7dei.jpg

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინას F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ მიაწვდის, მაგრამ მზადაა, MiG-29-ები გადასცეს.

"ჩვენ შედარებით მცირე რაოდენობის F-16 თვითმფრინავები გვაქვს. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესს, ეს რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ პრემიერმინისტრსა და თავდაცვის მინისტრთან.

მაგრამ F-16 თვითმფრინავების რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, დღეს არ გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ [უკრაინისთვის] მათი გადაცემის საკითხზე", - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

დღეს დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების პრემიერმინისტრები რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში შეხვედრის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ კოალიაციას უხელმძღვანელებენ, რაც უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას ითვალისწინებს.


close დახურვა