რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი ლუგოვოი ამბობს, რომ "ევროკავშირის მიერ საქართველოს დასანქცირება შეიძლება, სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის".
ოცნების წევრების მსგავსად, ის დასავლეთის მიერ საქართველოსთვის "დამოუკიდებლობის ჩამორთმევაზე" საუბრობს.
"ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება შეიძლება, სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩამოართვას"- თქვა მან.
დუმის წევრის რიტორიკა ქართული ოცნების მსგავსია - ის ამტკიცებს, რომ "საკამათო კანონის ქართული ვერსია უფრო მეგობრულია უცხოელი აგენტების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნებში".
"თუ განათლებული ადამიანები ამას ვერ ხედავენ, სავარაუდოდ, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია“ - ირწმუნება დუმის წევრი.