logo
ENG



დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი - დავით უსუფაშვილი

30 ნოე 201910:04
3 წუთის საკითხავი
 
7fhcv689u0psfqx.jpg

დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იქნება გადამწყვეტი - ასე აფასებს დავით უსუფაშვილი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის მოსალოდნელ შედეგებს. 

მისივე თქმით, ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი პასუხისმგებლობით მოიქცევა. 

"დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ იქნება გდამწყვეტიმთავარი ისაა, რომ ხელისუფლებას კიდევ ავუხსნათ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება არჩევნებზე გავიდეს. ყველანი ჩავიჩეხებით. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური გამოსავლის ფორმულა - გერმანული მოდელი, რომელოც ადაპტირებულია ქართულთან. დღეს ვილაპარაკებთ არსზე, პოლიტიკურ პრობლემას რა პოლიტიკური გამოსავალი აქვს. ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ უკვე ფორმაზე, რა ცვლილებაა საჭიროა. მეორე, დღეს იხსნება კარი და ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, ის დაკეტოს. ოპოზიცია მოვიქცევით ძალაინ მაღალი პრინციპულობისა და პასუხისმგებლობით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.   


close დახურვა