დღეიდან, 11 აპრილიდან ექიმი წამალს მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოუწერს პაციენტს. რეფორმის შესახებ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ ექიმს ექნება ეს ვალდებულება, წამალი რომელიმე ბრენდის დასახელებით აღარ გამოწეროს.
"ფარმაცევტი მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტის პოზიტიური სიიდან 3 ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ამის შემდეგ მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს.
ჩვენი მოლოდინია, გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომელიც ექიმების მხრიდან არსებობს - შესაძლო ბრენდული კონკრეტული მწარმოებლების, თუ მედიკამენტების ლობირება, იქნება დაზღვეული", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე მტკიცებით, რომ მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაიწყო მედიკამენტების შემოტანა საქართველოში და დღეს 60-70 %-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი, რაც არის "დაახლოებით 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი".