დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხსაც განიხილავენ. ასევე, იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე.
შეხვედრა ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება.