მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, დღეს აზოვსტალის ტერიტორიიდან 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გამოიყვანეს.
ბოიჩენკომ იმედი გამოთქვა, რომ რუსი ოკუპანტები მოქალაქეებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანად გადასვლის საშუალებას მისცემენ.
"ჩვენ გვესმის, რომ ეს ჰუმანიტარული ოპერაცია არის უკრაინის პრეზიდენტისა და ვიცეპრემიერის კონტროლის ქვეშ, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონტროლქვეშ. თუმცა ყველაფერი ძალიან რთულად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებობს შეთანხმება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის. რაც შეეხება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების გაყვანას ჰუმანიტარული კორიდორის მეშვეობით, ეს ცალკე პროცედურაა. ამ საკითხზე კომენტარს ჯერ ვერ გავაკეთებ, თუმცა ვიცი, რომ მოლაპარაკებები გრძელდება", - განაცხადა ბოიჩენკომ.