logo
ENG



დღეს ბრიუსელში საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ

08 ივნ 202312:18
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომა გაიმართება. სხდომის თანათავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილისა და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იქნებიან.

​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობას.

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მარინა კალიურანდი. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის, განსაკუთრებით ევროპარლამენტთან, ურთიერთობა იყო მღელვარე და "ქაოსურიც". მისი თქმით, ხელისუფლებამ "შესაძლებლობების ფანჯარა" უნდა გამოიყენოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ იცნობთ ევროპარლამენტის ორ რეზოლუციას მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევაზე საქართველოში და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 89% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა შეასრულოს დაპირება არა ჩვენთვის, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი მოქალაქეებისთვის. არსებობს უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა და არ ვიცი, როდემდე იქნება ღია. შეიძლება, მალე დაიხუროს და ამიტომ, ისტორიული შანსი მალე უნდა იქნას გამოყენებული. ჩვენ არ ვცდილობთ მფარველობა გაგიწიოთ, ჩვენ ვართ მეგობრები და ვლაპარაკობთ, როგორც პარტნიორები", - განაცხადა კალიურანდმა.


close დახურვა