logo
ENG



დღეს ზელენსკის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება

19 დეკ 202314:25
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/19/c20qz5fptcgqwck.jpg

დღეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ზუსტ დროსა და ადგილს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე კონფერენციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაასაჯაროებენ.

ამასთან, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინამ პარტნიორებთან ერთად მუშაობა უნდა გააგრძელოს, რათა ევროპის მიერ დაწესებული სანქციები გლობალურად მოქმედებდეს.


close დახურვა