დღეს 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები იმართება - თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.
მოქმედი პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუა, რომელსაც ოპოზიციური ალიანსის ფართო მხარდაჭერა აქვს - სხვადასხვა დროს ჩატარებულ გამოკითხვების თანახმად, მას გამარჯვების რეალური შანსები აქვს. მარტში ჩატარებული გამოკითხვებში ის 10%-იანი უპირატესობით ლიდერობდა. ქილიჩდაროღლუ პირობას დებს, რომ თურქეთის მოშლილ ეკონომიკას გამოასწორებს, ხოლო დემოკრატიულ ინსტიტუტებს აღადგენს.
კვირას ხმების დათვლის შემდეგ გამარჯვების პირდაპირ უზრუნველსაყოფად, კანდიდატს 50%-ზე მეტი მხარდაჭერას სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის მეორე ტური 28 მაისს ჩატარდება.
თურქეთში არსებული ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ანუ მას შემდეგ, რაც ერდოღანის პოპულარობამ იკლო, ის 20-წლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე სწორედ ახლა დგას. ერდოღანის მიმართ კრიტიკა გაიზარდა თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგაც.
თურქეთში არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება - გამოცემა Daily Sabah საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა 1,8 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა 17 აპრილს უკვე მისცა. ჯამში ხმის მიცემის უფლება 65 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.
გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".
11 მაისს რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა და ექვსი პარტიისგან შემდგარი ეროვნული ალიანსის ერთობლივმა კანდიდატმა ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც 14 მაისს დაგეგმილი არჩევნების ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".
ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.
ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს და მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა.