დღეს, 17 მარტს საქართველოში პოლონეთის პრემიერმინისტრი მათეუშ მორავიეცკი ჩამოვა.
ის ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
გარდა ამისა, პრემიერმინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა.