logo
ENG



ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

09 აპრ 202121:01
3 წუთის საკითხავი
 
ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში მოქმედი ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. 

"საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა", - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. 

საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დააანონსა, თუმცა, ეს კომენდანტის საათს არ ეხება. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს. 

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ შესაძლოა კომენდანტის საათი მარტის ბოლოდან მოიხსნას. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ის არც კომენდანტის საათის გადაწევას ემხრობა და ფიქრობს, რომ საკოორდინაციო საბჭომ "ისედაც ბევრი დათმო". 


close დახურვა