სუს-ის კრებსების საქმეზე ფორმულას ჟურნალისტებს, ლუკა ხაჩიძეს და გიორგი კვიჟინაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. თბილისის პროკურატურაში ხაჩიძისა და კვიჟინაძის გამოკითხვა დღეს დასრულდა.
ლუკა ხაჩიძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტთა შორის, ვისაც სავარაუდოდ უსმენდნენ. მისი სატელეფონო საუბრის შინაარსი დეტალურად იყო გაშიფრული სუსი-დან გამოჟონილ კრებსებში.
ხაჩიძის თქმით, კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით ადასტურებს თუ არა თავად დაზარალებული ჩანაწერების ავთენტურობას.
დღეს გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი, გიორგი კვიჟინაძე, რომელსაც ხაჩიძის მსგავსად, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. სუს-ის კრებსებში მოხვდა ჟურნალისტის პირადი საუბარი სასულიერო პირებთან, როდესაც იგი რესპონდენტის შეთანხმებას ცდილობდა კონკრეტულ თემაზე ჩასაწერად.
როგორც კვიჟინაძე ამბობს, სუს-ის კრებსებში მისი და მეუფე პეტრეს საუბარი იყო გაშიფრული. ჟურნალისტი არსებული ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებს.
ჟურნალისტებმა სუს-ის კრებსების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით 13 ივლისს მიმართეს. 20-ზე მეტი პირის სახელით სარჩელი წარადგინა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. ამასთან, 10 ჟურნალისტის უკანონო მოსმენა-მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა მედიამბოდსმენმაც.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 2021 წლის 13 სექტემბერს გაჟონა.
ფაილებში ასევე არის პირადი ინფორმაცია სინოდის წევრებზე, პატრიარქის მოსაყდრეზე, მღვდელმთავრებზე, პატრიარქის თანაშემწეებზე, ეპისკოპოსებზე, მონაზვნებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს.
ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, ელჩებს და საელჩოების თანამშრომლებს.
ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება.
ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ფაილებში ფიგურირებს.
პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აწარმოებს.