logo
ENG



ე.წ. რეფერენდუმი იარაღის ქვეშ

23 სექ 202219:47
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. რეფერენდუმი იარაღის ქვეშ - რუსეთი კენჭისყრას დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებულ ოლქებში მართავს. ვინც რუსეთთან მიერთებაზე უარს შემოხაზავს, ემუქრებიან. ანექსიის მცდელობა რუსეთმა ქვეყნის შიგნით ქაოსისა და უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობის ფონზე დააჩქარა. თავად რუსეთში კი კომისარიატებს მოქალაქეები მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან. ათასობით ადამიანი კი მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მთელი რუსეთის მასშტაბით დაიჭირეს. ვისაც ომში არ უნდა, გაქცევას ცდილობს. გაწვევას გაქცეული რუსები სკუტერებს ქირაობენ საქართველოს საზღვარზე გადმოსასვლელად, რადგან მანქანით გრძელ საცობში უწევთ დგომა.


close დახურვა