logo
ENG



ევაკუაცია სუდანიდან - საგარეო უწყებამ უკრაინის დახმარება დამალა

25 აპრ 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი არამეგობრული ჟესტი და ანტიუკრაინული ნაბიჯი. მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს დაუმალა, რომ სუდანიდან ქართველების ევაკუაციაში დახმარება ომში მყოფმა ქვეყანამ გაუწია. ამის შესახებ ცნობილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს განცხადებიდან გახდა ცნობილი. ამის მიუხედავად, უკრაინის მიერ აღმოჩენილ დახმარებას საგარეო უწყება კვლავ უარყოფს. არადა კომპანიაში, რომლის თანამშრომლებიც სუდანში, კონფლიქტის ზონაში ჩარჩნენ, ადასტურებენ, რომ ევაკუაციაში უკრაინული მხარე მონაწილეობდა.


close დახურვა