საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, ევროატლანტიკური მომავლისთვის ყველა ნაბიჯი გადაიდგმება.
ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა, სადაც ზალკალიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
„მსურს, რომ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის ვიყო მშვიდობისმომტანი მინისტრი. პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, გადავდგამთ ყველა შეუქცევად ნაბიჯს ევროატლანტიკური მომავლისთვის, რადგან ვმოქმედებ საზოგადოების მანდატით, ყოველ წუთს ვაცნობიერებ, რომ ჩემს უკან დგას ქვეყანა, რომლისთვისაც ახლა უმთავრესია მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტი იმ საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანაა, რომელიც ჩვენ გვემუქრება, რათა ქვეყანაში სტაბილურობა ვუზრუნველყოთ,“ - განაცხადა ზალკანიანმა.