ევროკავშირის განცხადებით, SWIFT-დან შვიდი რუსული ბანკი გაითიშება. კერძოდ საუბარია შემდეგ ბანკებზე: Bank Otkritie, Novikombank, Promsvyazbank, Bank Rossiya, Sovcombank, VNESHECONOMBANK (VEB), VTB BANK.
შეზღუდვები ძალაში შედის 12 მარტიდან. აკრძალულია სპეციალიზებული სერვისების მიწოდება ფინანსური შეტყობინებების გადასაცემად, რომლებიც გამოიყენება ფინანსური მონაცემების გაცვლისთვის რუსულ იურიდიულ პირებზე, ორგანიზაციებსა თუ ინსტიტუტებზე, რომელთა საკუთრების უფლება პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის ამ ბანკების 50%-ზე მეტს.