ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსულ სარაკეტო თავდასხმას ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე უმკაცრესად გმობს და მას საშინელ ქმედებას უწოდებს.
"ევროკავშირი რუსულ სარაკეტო დარტყმას უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე უმკაცრესად გმობს.
მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა სრულიად მიუღებელია და ომის დანაშაულს წარმოადგენს," - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ეს არის კიდევ ერთი საზარელი ქმედება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის თავდასხმების სერიაში, მათ შორის ბოლო დროს მომხდარი სარაკეტო თავდასხმები სამოქალაქო შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე კიევსა და სხვა რეგიონებში.