logo
ENG



ევროკავშირი საქართველოს 150 მილიონი ევროთი დაეხმარება

22 აპრ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

ევროკავშირმა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 150 მილიონი ევრო გამოყო.

გადაწყვეტილება მიიღეს დღეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ვიდეო კონფერენციის სახით გაიმართა.

კომისიამ მხარი დაუჭირა 10 პარტნიორი ქვეყნისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის მიღებას, რომელიც 3 მილიარდ ევროს მოიცავს. აქედან 150 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს. 


close დახურვა