logo
ENG



ევროკავშირი საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალ პროექტს იწყებს

23 ივლ 202010:28
3 წუთის საკითხავი
 
sm9c7djzrmsimyo.jpg

ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროპოლის ხელმძღვანელობით ახალი პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებაა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. 

„ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში ევროპოლი ხელს შეუწყობს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობას, როგორც სტრატეგიულ, ასევე ოპერატიულ დონეზე.

სპეციალურად გამოყოფილი დაფინანსებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ევროკაშირის უსაფრთხოებისთვის იმ ათი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ ოპერატიულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკურ ციკლშია განსაზღვრული", - წერია განცხადებაში. 

ამ პროექტში ევროკავშირი 2.5 მლნ ევროს დახარჯავს. 

„ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის ძლიერი თანამშრომლობისა და ნდობის ჩამოყალიბების მიმართულებით", - განაცხადა კეტრინ დე ბოლმაევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

 

 


close დახურვა