logo
ENG



ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონ ევროს გადასცემს

19 სექ 202417:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/19/xb8zghdejxc2ail.jpg

ზამთრისთვის ევროკავშირი უკრაინას 160 მილიონი ევროს დახმარებას გამოუყოფს. ამასთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. აღნიშნული დახმარების 100 მილიონი ევრო რუსული გაყიდული აქტივებიდან მოდის. 

"რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ნგრევისთვის, რომელიც მან გამოიწვია", - თქვა ლაიენმა.

ევროკავშირის მხრიდან ფინანასური დახმარების პაკეტი ჰუმანიტარულსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებებს მოიცავს.

ჰუმანიტარული დახმარებისთვის 60 მილიონი ევრო გამოიყო. ეს გულისხმობს თავშესაფრებსა და გამათბობლებს. ამასთან, 100 მილიონი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და განახლებად ენერგიის განვითარებას მოხმარდება.

ევროკავშირის წარმომადგენლებმა 8 მაისის შეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან თანხა უკრაინის რეკონსტრუქციისა და თავდაცვის საჭიროებებისთვის გამოეყენებინათ. 

 

close დახურვა