ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს, რაც ისტორიაში პირველად ხდება. განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა გააკეთა.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ევროკავშირი რუსული ავიაკომპანიებისთვის ცას კეტავს და კრძალავს ორ სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას - Russia Today-სა და სპუტნიკს.
დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.