logo
ENG



ევროკავშირი შენგენის ზონაში მოგზაურობის აკრძალვას განიხილავს

16 მარ 202019:52
3 წუთის საკითხავი
 
3jk6q9r31qvl3gr.jpg

ევროკავშირი შენგენის ზონაში იმ ფრენების აკრძალვას განიხილავს, რომელიც აუცილებელი არ არის. აღნიშნულზე ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები არ გავრცელდება ევროკავშირის წევრ იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან.

ევროკავშირის ქვეყნებში ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეებს კვლავ შეეძლებათ შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრება.

გადაადგილების უფლება ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და ასევე მოქალაქეებს, რომელთათვისაც მოგზაურობა მნიშვნელოვანი ოჯახური მიზეზებით არის განპირობებული.

აღნიშნული შეთავაზება ჯერჯერობით არცერთ ევროპის წევრ ქვეყანას არ დაუმტკიცებია.

 


close დახურვა