logo
ENG



ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს

20 ივლ 202219:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/20/ofumbkgsowiztaz.jpg

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს. სანქციების პაკეტში შედის რუსეთის ფედერაციიდან ოქროს იმპორტის აკრძალვა და სბერბანკის აქტივების გაყინვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

"ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი მოიწონეს. აიკრძალება რუსული ოქროს იმპორტი, ასევე გაიყინება სბერბანკის აქტივები." - განაცხადა ერმაკმა.

ერმაკის თქმით, ახალი პაკეტი სანქციების სიაში 50-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის შეყვანას ითვალისწინებს. 

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გაზის ემბარგოზე, რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორად აღიარებაზე, ასევე ნავთობის ფასის შეზღუდვაზე." - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ივნისის ბოლოს, G7-ის შეხვედრის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, იაპონიამ და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო გამოაცხადეს რუსული ოქროს იმპორტზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, აკრძალვა რუსეთის ფედერაციას წელიწადში დაახლოებით 19 მილიარდი დოლარის შემოსავალს წაართმევს.

 

close დახურვა