ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა სამომავლო ხედვის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან, პირველ რიგში, ფოკუსირება ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობაზე მოახდინა, იმისთვის, რომ ევროკავშირი სამომავლო გაფართოებისთვის მზად იყოს. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებიც მიესწრაფვიან შეუერთდნენ ევროკავშირს, მან ფაქტები ჩამითვალა - უკრაინას, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს ამ მომენტისთვის აქვს ევროპული პერსპექტივა და ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს პროცესი წინ ძალიან სწრაფად წაიწევს. ყველა ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს მომავალ თვეში და დეკემბერში ევროკავშირის 27 ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას. მე მაქვს საუკეთესო შედეგის იმედი, ჯერ კიდევ არის დრო. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ცხადად თქვა, "დაგვეხმარეთ, რომ ჩვენც დაგეხმაროთ."
ევროკავშირის ელჩი: ყველა ველოდებით გაფართოების შესახებ ანგარიშს, ჯერ კიდევ არის დრო
14 სექ 202312:18
3 წუთის საკითხავი