ღარიბაშვილი დუმს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც ბრიუსელში ჩამოუწერეს და საქართველოში გამოატანეს. პრემიერ-მინისტრის დელეგაციაში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც უარყო მსგავსი სია.
ძირითადი საკითხი პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. სისტემა - მთავარი დაბრკოლებაა, რაც ხელს უშლის კანდიდატობის მინიჭებას. საკითხების ნახევარი სწორედ სასამართლოს უკავშირდება. ფორმულამ პრობლემების დამატებითი ჩამონათვალი ექსკლუზიურად მოიპოვა.