logo
ENG



ევროკავშირის საბჭომ რუსეთში წარმოებული ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარი დაამტკიცა

04 თებ 202323:14
3 წუთის საკითხავი
clock 411
2023/02/04/mt65pjbo35kz83a.png

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა რუსეთში წარმოებული ან იქიდან ექსპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასის ზღვარი.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, დღეს გადაწყდა ორი ზღვრული ფასის დაწესება. ერთ-ერთი მათგანი ეხება ნავთობპროდუქტებს, რომლებიც უფრო ძვირია, ვიდრე ნედლი ნავთობი, მაგალითად დიზელის საწვავი; ხოლო მეორე უფრო იაფი პროდუქტებისთვის.

რუსული ნავთობპროდუქტები, რომლებიც ნედლზე იაფია, გაიყიდება არაუმეტეს 45 დოლარად - ერთი ბარელი, ხოლო დიზელის საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც ნედლ ნავთობზე ძვირი ღირს, ფასის ზღვარი ბარელზე 100 დოლარია. ფასის ლიმიტი ძალაში 5 თებერვლიდან შევა.

თუ რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვის ფასი გადააჭარბებს დადგენილ ზღვრებს, კომპანიებს აეკრძალებათ მათი საზღვაო ტრანსპორტირება მესამე ქვეყნებში.

ასევე განცხადების მიხედვით, მარტის შუა რიცხვებში ევროკავშირის საბჭო დაუბრუნდება ნედლი ნავთობის ფასის ლიმიტის მექანიზმის გადახედვას და განხილვა რეგულარულად განხორციელდება ყოველ ორ თვეში ერთხელ.


close დახურვა