logo
ENG



ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა არ შევა

14 ივლ 202211:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/14/2wkcpttdvlt9tqb.jpg

ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტს ამზადებს, თუმცა ცნობილია, რომ გაზის იმპორტზე შეზღუდვები არ დაწესდება. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.

ფიალას თქმით, სანქციები, რომელზეც მუშაობა სრულდება, სავარაუდოდ ოქროს იმპორტსა და დამატებით, ორმაგი გამოყენების საქონლის ექსპორტს აკრძალავს.

ევროკომისიამ სანქციების პაკეტი უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს.

"მეშვიდე პაკეტი მზადდება და ვფიქრობ, რომ ეს კარგი კურსია", - თქვა ფიალამ.

"რაც ცალსახად პრობლემურია, ენერგიის სანქციებში შეტანაა, რადგან დაცული უნდა იყოს წესი, რომ სანქციებმა დიდი გავლენა უნდა იქონიომ რუსეთზე, ვიდრე იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ სანქციებს ატარებენ", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.

იგი ამბობს, რომ არავითარი შანსი არ არსებობს, რომ სანქციებში გაზი მოხვდეს:

"მგონია, რომ ეს იქ არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული რუსულ გაზზე".

ფიალა ამბობს, რომ ჩეხეთი აკეთებს ყველაფერს, რათა შეამცირონ რუსულ გაზზე დამოკიდებულება, "მაგრამ ამ ზამთარში ეს ვერ მოხდება".

სანქციების პირველი ექვსი პაკეტი მოიცავდა რუსი ოლიგარქებსა და მაღალჩინოსნებისთვის აქტივების გაყინვასა და ვიზების გაცემის შეჩერებას, კონტროლს ექსპორტზე, ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, SWIFT-დან რუსული ბანკების გათიშვას და რუსული ნახშირისა და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.


close დახურვა