logo
ENG



ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევში ჩავიდა

06 თებ 202414:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/kwfy6ui0pmx4amc.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

"დავბრუნდი კიევში, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია.

მე აქ ვარ, რათა ჩემს უკრაინელ მეგობრებს დავუდასტურო ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - სამხედრო და ფინანსურ სფეროში, ასევე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე", - წერს ბორელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი კიევში ხვალ დასრულდება.


close დახურვა