ევროკავშირის ქვეყნები ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმა ევროკავშირის ქვეყნის ლიდერებმა გვიან საღამოს დაამტკიცეს.
ევროკავშირის სახელმწიფოების მეთაურები, ვიდეო კონფერენციის დროს შეთანხმდნენ, რომ კონკრეტულ წინადადებებს ამ საკითხზე ევროკომისია შეიმუშავებს და პროექტს 6 მაისს წარადგენს. ევროკავშირი იმედოვნებს პანდემიით გამოწვეული რეცესიის დასაძლევად, ტრილიონ 500 მილიარდი ევროს შეგროვებას შეძლებს. უკვე პირველი ივნისისთვის კი მზად იქნება 540 მილიარდი ევროს ოდენობის საკრედიტო პაკეტი საწარმოებსა და მუშაკების დასახმარებლად.