logo
ENG



ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდნენ

16 დეკ 202208:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/16/1vyukgaoqpihw8e.jpg
Getty Images
რამდენიმე დიპლომატიურმა წყარომ მედიას განუცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა. 
 
სანქციების პაკეტმა პარასკევს უნდა გაიაროს წერილობითი დამტკიცების პროცედურა, რის შემდეგაც იგი გახდება ცნობილი. წერს  Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით
 
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტის მომზადება დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოაცხადა.
 
ასევე, მომავალ წელს, უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება გადაეცემა, რომელსაც თავდაპირველად უნგრეთი მხარს არ უჭერდა.

close დახურვა