logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთის 1200-ზე მეტი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

15 სექ 202214:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/zl39gop8kxcj4fq.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის 1200-ზე მეტი მოქალაქისთვის დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა.

"დღეს საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაში ან მუქარაში დამნაშავე პირების მიმართ შემაკავებელი ზომების ვადის გაგრძელება კიდევ ექვსი თვით, 2023 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივოს," - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

აღნიშნული შეზღუდვები მოიცავს ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და კონკრეტული პირებისა თუ სუბიექტებისთვის ეკონომიკური რესურსების მიწოდების აკრძალვას.

სანქციები რუსეთის ფედერაციის 1206 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირზე დაწესდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა ამის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი სანქცია დააწესა. სანქცირებულთა შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, სამხედროები და კრემლის პროპაგანდისტები.


close დახურვა