ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი დაამტკიცა.
სანქციების ახალი პაკეტით ნაწილობრივ იკრძალება რუსული ნავთობის იმპორტი, ასევე, რუსეთის უმსხვილესი ბანკი Sberbank, Credit Bank of Moscow და Russian Agricultural Bank საერთაშორისო პლატფორმა SWIFT-დან გაითიშებიან. რუსეთიდან ნედლი ნავთობის შესყიდვა, რომელიც წევრ ქვეყნებს ზღვით მიეწოდებათ, 6 თვეში, ხოლო გადამუშავებული ნავთობპროდუქტების იმპორტი 8 თვეში აიკრძალება.
პაკეტი ასევე მოიცავს მესამე ქვეყნებში ნავთობის გადაზიდვასთან დაკავშირებული დაზღვევის აკრძალვას, რომელიც ძალაში შევა ზომების ოფიციალური მიღებიდან 6 თვის შემდეგ და მიზნად ისახავს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვას.
სანქციები შეეხება სპეცსამსახურების თანამშრომლებსა და სამხედროებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სამეწარმეო და ტექნოლოგიურ სფეროს მოიცავენ, ოლიგარქებს, კრემლის პროპაგანდისტებსა და მათ ოჯახებს. ასევე სანქციების სიაში შეიყვანეს 3 მედიასაშუალება, რომელიც პროპაგანდას ავრცელებენ. გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება რუს ნავთობს, რომლის ექსპორტი საზღვაო გზით ხორციელდება - კერძოდ კი, ეროვნულ დონეზე რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე 92%-ით შემხირდება.
აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის პატრიარქის კირილის ჩამატებაც სურდათ, თუმცა უნგრეთის პოზიციის გამო ეს არ მოხდა.