logo
ENG



ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

14 იან 202215:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/14/k3ng2cfo2cpg1yp.jpg
ukrinform.net

ხუთშაბათს, 13 იანვარს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

სანქციების გახანგრძლივების მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ურთიერთობაში არ უერთგულა მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას. 

სანქციები რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორების გარდა, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილ პროდუქტებზეც ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სანქციების გახანგრძლივება უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსეთის სამხედრო მობილიზებასთან პირდაპირ კავშირში არაა. ეს ნაბიჯი არის ნაწილი იმ განახლებადი სანქციების, რომლებიც რუსეთს 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ დაეკისრა. ევროკავშირმა განაახლა სანქციები, რომლებიც მინიმუმ 31 ივლისამდე იქნება ძალაში, რადგან რუსეთმა სრულყოფილად არ განახორციელა მინსკის 2015 წლის სამშვიდობო შეთანხმება. 

სანქციების შედეგად, რუსულს ბანკებსა და კომპანიებს ევროკავშირის კაპიტალურ ბაზრებზე კავშირი ეზღუდებათ და რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის საფინანსო ან საბროკერო დახმარების გაწევა უკანონოდ მიიჩნევა. ასევე სრულად წყდება თავდაცვითი აღჭურვილობის იმპორტი და ექსპორტი და რუსეთს ეზღუდება ნავთობის წარმოებაში ზოგიერთი „მგრძნობიარე“ ტექნოლოგიის გამოყენებაზე წვდომაც.


close დახურვა