logo
ENG



ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა - Welt

20 ივნ 202220:13
3 წუთის საკითხავი
clock 555
2022/06/20/2dbvb36pj72jut3.jpeg

ევროკავშირმა რუსი ოლიგარქების 15 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა. ინფორმაციას Welt წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბრიუსელმა მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რუსი ოლიგარქების დასანქცირების კუთხით ევროპის მასშტაბით. ამ დროისთვის სანქციები შეეხო იმ პირებს, რომლებიც მხარს უჭერენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აგრესიულ პოლიტიკას. მათ გაუყინეს იახტები, ვერტმფრენები, ხელოვნების საგნები [ნახატები] და სხვა აქტივები, რომელთა ჯამური ღირებულება 15 მილიარდ დოლარს აღემატება.

ევროკავშირმა ამ თანხის ნახევარი აპრილის თვიდან გაყინა. წყაროს თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მეტი აქტივი გერმანიის ტერიტორიაზე გაყინეს.


close დახურვა